ტრაგედია შოვში
პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარული სხდომა შოვის ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დღის წესრიგიდან მოხსნა და პარლამენტის სხდომაზე საკითხის გატანა სამი ოქტომბრის სასესიო კვირას დააანონსა. ამ საკითხთან დაკავშირბით სესიაზე საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა. მმართველი გუნდი ოპოზიციას ტრაგედიის პოლიტიზებაში ადანაშაულებს