საერთაშორისო კონფერენცია და ხმაურიანი განცხადებები
უკვე მეორე დღეა თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას მაკკეინის ინსტიტუტი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტთან ერთად მასპინძლობს. მომხსენებლები ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ამბობენ, რომ დემოკრატიული არჩევნები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში ნეიტრალური დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან ჩართულები ღიად ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლების ცვლილებები უნდა მოხდეს. კონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა უნდა მიიღოს და არა ხელისუფლებამ