FARA-ს დოკუმენტები
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტების მიხედვით, კომპანია „კორნერ სთოუნმა“, მაისიდან, ტელეკომპანიის ლობირება აქტიურად დაიწყო და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისფულების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს მიაწოდა. ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს. ამ დროისთვის მომსახურებაში უკვე 110 ათასი დოლარია გადახდილი. ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებზე „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩევა. ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელთან მაიკ ჩეჩირესთან. ის „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების წინააღმდეგ, რიგ შემთხევებში, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს