პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა
იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პირველი კომენტარი გაკეთდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ტექნიკური საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, შესაძლოა პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურებოდეს. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადასტუროს