თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა
თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განმარტა, რომ პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება და მისი ბიუჯეტი დაახლოებითი 25-30 მლნ ლარამდე იქნება, აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება და იგეგმება, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი უკვე 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს.
