„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის შეხვედრა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა გორში გამართა. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც რეგიონში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. შეხვედრას ორგანიზაციის წევრ ქალებთან ერთად, გორის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ
