ავტომობილის ხილულ გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდა
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში, მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის, გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა. სანქცია 100 ლარიდან 3 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ხილული გამონაბოლქვის კონტროლი 4 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში დაიწყო
