საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა
შოვის ტრაგედიაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილება, ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია საგამოძიებო კომიის მოთხოვნა და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა. შალვა პაპუაშვილი ინტერპელაციაზე ამახვილებს ყურადღებას. ვახტანგ გომელაური პარლამენტში, შოვის ტრაგედიაზე დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფარგლებში 22 სექტემბერს უპასუხებს
