ქართველი მკლავჭიდელების წარმატება
ყაზახეთში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. დიდი კონკურენციის მიუხედავად საქართველომ გუნდურ პირველობაში, მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი ნაკრებისთვის მომდევნო ტურნირი იქნება ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება
