საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიასთან 100:84 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დებიუტანტები ვიყავით, ჩვენი ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა. ქართველები მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ტრავმის გამო ვერ ითამაშეს თორნიკე შენგელიამ, დუდა სანაძემ, მიხეილ ბერიშვილმა და გიორგი ცინცაძემ. მარცხის მიუხედავად, მატჩში საუკეთესო იყო გოგა ბითაძე რომელმაც 20 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა ავსტრალიამ, პლეი ოფში კი სლოვენია და გერმანია გავიდნენ
