კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება
კიევის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კოლო მაისკის ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, გირაოთი გათავისუფლების უფლებით. გირაოზე დათანხმების შემთხვევაში მას ნახევარი მილიარდი გრივნას გადახდა მოუწევს, რაც 13 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტია. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაცვის მხარეს ხუთ დღიანი ვადა მიეცა. დაკავებულის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ, თუმცა აპელაციას ამზადებენ. კოლომაისკის ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენეს. ბრალდებას ის კატეგორიულად უარყოფს. ბიზნესმენის დაკავების ფაქტს გვიან ღამით პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა
