ბრიტანეთის დაზვერვის დეპარტამენტის ანგარიში
„რუსეთი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს ივნისის ბოლოდან მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში ბრძოლას სთავაზობს“ - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინის ომში წასვლის სანაცვლოდ საწყის ეტაპზე 495 ათასი რუბლის გადახდას, შემდგომში კი ყოველ თვიურად 190 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასს ჰპირდებიან. „კრემლს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, სურს თავიდან აიცილოს არა პოპულარული შიდა მობილიზაციის ზომები. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაცია კი საშუალებას აძლევს მოიპოვოს დამატებითი პერსონალი ომისთვის, მზარდი მსხვერპლის პირობებში. აღნიშნულია ანგარიშში
