ისრაელის ქნესეთის სპიკერის ვიზიტი
ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. 4 სექტემბერს, ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს. საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. ვზიტის ფარგლებში ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა მანამდე, დღეს ამირ ოჰანამ დაათვალიერა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი და საპატიო სიგელები გადასცა სერგო მეტრეველის შთამომავლებს
