„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხვალიდან დაიწყებს. უმრაველობის სხდომაზე „ქართული ოცნება“ 50 ხელმოწერას შეაგროვებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სასამართლომ უნდა დაადგენოს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა. ამის შემდეგ საკთხი საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. იმისათვის რომ იმპიჩმენტი შედგეს, დეპუტატების 100 ხმა არის საჭირო
