ფიზიკური დაპირისპირება ჩოხატაურში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლით დაიწყო. დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში იმ დროს მოხდა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრები მოსახლეობას, საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიის წევრებს, „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მერი. დავით შარაშიძე აცხადებს, რომ ადგილი ქონდა პროვოკაციას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრდიან. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში „ქართულ ოცნებას“ არავინ მიუყვანია