„დელტა“ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ 2 სექტემბერს ჩრდილო დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მილიმეტრს შეადგენდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად, მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მილიმეტრს მიაღწია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში ვინაიდან, მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3 და 4 სექტემბერს
