სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დააზიანა. განსაკუთრებით რთული ვითარება ახმეტასა და თელავში, სადაც სტიქიის შედეგად, დაზიანდა ავტომობილები და ელექტრო გადამცემი ხაზები. დასეტყვილია ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
