„მუსიკალური საღამოები“
რეგიონებში მუსიკალური საღამოები გრძელდება. ღონისძიებები გაიმართება ხულოში, ჩოხატაურში, აბაშაში ბაღდათში და წყალტუბოში. წყალტუბოში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ცენტრალურ პარკში, სადაც 19 საათიდან საბავშვო გასართობი აქტივობები დაიწყება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს კონცერტი გაიმართება.
