ბაიდენი ფლორიდაში ჩავიდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ქარიშხალ „იდალიის“ მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჯოზეფ ბაიდენს ფლორიდის გუბერნატორი და პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი, რესპუბლიკელი რონ დესანტისი არ შეხვდა. როგორც მისმა წარმომადგენლმა განაცხადა, თეთრი სახლის ლიდერის ვიზიტი შტატის ეკონომიკის აღდგენისთვის მიმართული ძალისხმევის ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ბაიდენმა სტიქიით დაზარალებული რაიონები მოინახულა და საგანგებო ბრიფინგიც გამართა
