ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ბრიგადის გენერალის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად კონტრ შეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდნენ
