ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადება
„კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ქარხნები ჩაიბარებენ. საწარმოებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. რთველის საკოორდინაციო შტაბი, კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“ - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში