პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მიმღები ცენტრი დახურეს
პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მიმღები უმსხვილესი ცენტრი დახურეს. ინფორმაციას „ფაინანშალ თაიმსი“ ავრცელებს. საუბარია ვარშავის სიახლოვეს მდებარე ცენტრზე, რომელიც 9 ათას ადამიანზე იყო გათვლილი. როგორც მაზოვეცკის მხარის პრესმდივანმა განაცხადა, რეგიონში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი მნივნელოვნად შემცირდა, რის გამოც ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს
