ე.წ. არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ევროპა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას გმობს. საგანგებო განცხადება ევროკომისიის სპიკერმა, პეტერ სტანომ გამოაქვეყნა. „რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვადამდელი კენჭისყრა დაიწყო, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა. ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ უკანონო პროცესთან, პასუხისგებაში მიეცემა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი, უკრაინაა” ნათქვამია განცხადებაში
