სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა
მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მომდევნო კვირაში მიმართავს. რის შემდეგაც ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რომელმაც უნდა თქვას, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია. მაშინ როდესაც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს, ევროპაში ვიზიტზე უარი უთხრა, პრეზიდენტი, კი მაინც გაემგზავრა, ეს გახდა მიზეზი იმის, რომ შესაძლოა ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტი პირველად ვიხილოთ. საკითხის წამოჭრის პარალელურად, დღეს გერმანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაწერა, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს იმ შემთხვევაში არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს
