სტიქია კახეთში
კახეთში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზიანა. მათ შორის თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი. ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც სტიქიის მასშტაბები გაზარდა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა. ვითარებას ადგილზე ეცნობიან ხელისუფლების წარმომადგენლები
