ვითარება ფრონტის ხაზზე
რუსეთი ცდილობს კუპიანსკზე შეტევით უკრაინელების ყურადღება ჩრდილოეთის ფრონტზე გადაიტანოს, რათა სამხრეთის ფრონტზე მათი კონტრშეტევა შეაფერხოს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იტყობინება. უწყება ასევე ადასტურებს, რომ უკრაინელები სამხრეთში რუსების მოწინავე თავდაცვით ხაზებთან იმყოფებიან. ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც, რომლის ინფორმაციითაც, სამხრეთში უკრაინის წარმატებული კონტრ შეტევის გამო რუსეთი იძულებული ხდება ლუგანსკიდან სამხედრო შენაერთები ჩახსნას და მათ ნაცვლად სარეზერვო ძალები განათავსოს, რომელიც ნაკლებად ბრძოლის უნარიანია
