რთველი კახეთში
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა, თუმცა პროცესი დედოფლისწყაროდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან უკვე დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, გადამუშავებულია შვიდი ათას ტონამდე მოსავალი როგორც რქაწითელი და საფერავი, ისე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 170-მდე ღვინის მწარმოებელი. ამ ეტაპზე ყურძნის გადამუშავების პროცესში 25-მდე ღვინის საწარმოა ჩართული. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელსაც სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას ახდებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს შეეხება