„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
აშანტაჟებს თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს? ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს იმ შემთხვევაში არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს. სტატიას გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს. მიუხედევად იმისა, რომ სტატიაში წყარო დასახელებული არ არის, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ქართულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ზურაბიშვილს პირობები წაუყენა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უკვე მეორე დღეა განხილვის მთავარი თემაა. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა
