ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“. ფესტივალის გახსნის ღონისძიება ნიქოზის საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა. ფესტივალი 7 სექტემბერს დასრულდება. წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, პორტუგალიის, იაპონიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი 100 რეჟისორის 125 ფილმი. ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას, ინიციატივით დაარსდა
