„მუსიკალური საღამოები“
პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაწყებული მუსიკალური საღამო დღეს ვანში გაიმართება. ვანის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. მოწყობილია სცენა, სადაც დღის ბოლოს მთავარი კონცერტი გაიმართება. 19 საათიდან კი ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაიწყება
