მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები ბრიუსელში
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის და მომავალი თავმჯდომარე სახელმწიფოს, ბელგიის წარმომადგენლობას შეხვდა. საქართველოს ევროინტეგრაციაზე და 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ესაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის აპარატის უფროსს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს
