ბორჯღალოსნები საფრანგეთში
ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ილდე ღეს რეგიონში ჩავიდნენ, სადაც მსოფლიო თასის მსვლელობისას ივარჯიშებენ და პარიზში, ტულუზში, ბორდოსა და ნანტში თამაშებამდე ორი დღით ადრე ჩავლენ. რეგიონის მერიამ ბორჯღალოსნებს ტრადიციული მიღების ცერემონია მოუწყო. ქართველ მორაგბეებს სიტყვით მიმართეს რეგიონის მერმა და მსოფლიო რაგბის წარმომადგენელმა. ლევან მაისაშვილმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა. მსოფლიო თასის გახსნითი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება და მასში მასპინძელი საფრანგეთი ახალ ზელანდიას ჩვენი დროით 23:15 წუთზე „სენ დენიზე“ ეთამაშება. საქართველო იმავე „სენ დენიზე“ ავსტრალიას, 9 სექტემბერს 20 საათზე შეხვდება
