საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ აქტიურად ემზადება. სამხედროები წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. „ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას
