ნობელის ცერემონიაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩები მიიწვიეს
ნობელის კომიტეტმა პრემიის გადაცემის წლევანდელ ცერემონიალზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩები მიიწვია. როგორც ნობელის ფონდში განმარტეს, წელს ღონისძიებაზე ყველა იმ ქვეყნის ელჩის მიწვევა გადაწყდა, რომელთაც შვედეთსა და ნორვეგიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვთ. ნობელის ფონდის გადაწყვეტილება გააკრიტიკა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე პარტიის ლიდერი კი ცერემონიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს. გადაწყვეტილება დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ცნობისათვის, შარშანდელ ცერემონიალზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩები არ მიუწვევიათ
