ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
„უკრაინაში ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ყველა პუნქტს შეასრულებს“ - ასეთია უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია. მისი თქმით, მოსკოვთან დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს სრულად გაიყვანს და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ოფიციალური მოსკოვისთვის ზელენსკის მშვიდობის ფორმულა მიუღებელია
