რუსეთი ყირიმის ხიდზე თავდასხმას იუწყება
უკრაინელებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა კიდევ ერთხელ სცადეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა სამი საზღვაო დრონით განხორციელდა. სამივე უპილოტო აპარატი განადგურებულია. მომხდარის გამო ხიდზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო
