ვითარება ფრონტის ხაზზე
აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. საოკუპაციო ძალები კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ცდილობენ წინსვლას, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ოკუპანტთა შეტევების მოგერიება ყველა მიმართულებით ხერხდება. უკრაინული ძალები კონტრშეტევას განაგრძობენ სამხრეთის მიმართულებითაც. ზაპოროჟიის ოლქში სოფელ რაბოტინოს გათავისუფლების შემდეგ ისინი სტრატეგიული მნიშვნელობის მეორე სოფლის, ვერბოვოეს აღებას ცდილობენ. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი იძულებულია ლუგანსკიდან სარეზერვო ძალები ჩახსნას და სამხრეთის ფრონტზე გადაიყვანოს
