სამშენებლო კომპანია „ნიუ ჰაუსის დირექტორი“ თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება
სამშენებლო კომპანია „ნიუ ჰაუსის დირექტორი“ თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საუბარია ლაღიძის 12 ნომერში სამშენებლო პირობების დარღვევაზე. ბიძინა წაქაძე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის სრული დაცვით და „კედელს“ რომლის ჩამონგრევაზეც განცხადებაშია საუბარი, ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია.
