სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები იწყება
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები იწყება. მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს, იციან რომ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, თუმცა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს რომ ისინი კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით მოქმედებენ.
