სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი იპოვეს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნიკალური არტეფაქტები არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. უპრეცედენტო აღმოჩენა, სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ცივილიზაციის ფართოდ გავრცელებაზე მეტყველებს.
