კავკასიური ნაგაზი საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონია
კავკასიურმა ნაგაზმა, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, იუნიორ კლასში პირველი ადგილი დაიკავა. ძაღლი ორასმა მსაჯმა განსაკუთრებული სტანდარტებით გამოარჩია. ჩემპიონატში სხვადასხვა ჯიშის, 15 ათასი ძაღლი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ცხრა საქართველოდან იყო. ჩემპიონატი წელიწადში ერთხელ იმართება. ღონისძიება ამჯერად ჟენევაში ჩატარდა.