არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ნიქოზში
სოფელ ნიქოზში, შუაბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგების განცხადებით, სამარხი სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა ბელადის იყოს. ამაზე ის ნივთები მიანიშნებს, რომლებიც სამარხშია. არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.
