ლურჯი სუპერმთვარე
ლურჯ სუპერმთვარეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი სუპერმთვარე მაშინ ხდება, როდესაც ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილში მიდის. ამ ფენომენის ხილვის შანსი მსოფლიოს მოსახლეობას 2032 წლამდე აღარ ექნება. ბოლოს ლურჯი სუპერმთვარე ცაზე 5 წლის წინ, 2018 წელს გამოჩნდა.
