უკრაინაში პოლიციელებთან კონფლიქტს 38 წლის ჯუმბერ სილაგავა ემსხვერპლა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ დნიპროში, იაგუარის მარკის ავტომობილი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა. ავტომობილში ჯუმბერ სალაგავა იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ წარმოშობით აფხაზია. მასთან ერთად იყო ქალი და ორი ბავშვი. დნიპროს პოლიციის ინფორმაციით, სილაგავამ პოლიციელების შეურაცხყოფა დაიწყო, ერთ-ერთს, ქალ პოლიციელს ფიზიკურადაც გაუსწორდა. პასუხად მას მეორე პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა. სილაგავა ადგილზე დაიღუპა. ინციდენტის მონაწილე ორი პოლიციელი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. საქმეს გამოძიების სახელმწიფო ბიურო იძიებს.
