ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა
,,ციფრული საბაჟოს“ კონცეფციის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი - “ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა” უკვე ერთი წელია მუშაობს. რეფორმა საბაჟო სერვისების მაქსიმალურ გაციფრულებას უკავშირდება და ის ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს. ერთი წლის მონაცემებით, მებაჟე-ოპერატორების მიერ, დარეგისტრირებულია 117 ათას 454 საბაჟო დეკლარაცია.