Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში
ხვალ პრემიერის ინიცირებული კამპანიის „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენას“ ორგანიზებით, საქართველო კიდევ ერთ, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავურ ბენდს, Imagine Dragons უმასპინძლებს. კონცერტზე დასასწრებად, რომლის ბილეთებიც ერთ დღეში გაიყიდა, სტადიონის კარი მსმენელისთვის 5 საათზე გაიღება. ამერიკელი მუსიკოსების სცენაზე გამოჩენამდე, სხვადასხვა გასართობი აქტივობებიც გაიმართება. 8-ის ნახევრიდან კი ეგრეთწოდებული გამახურებელი ბენდის სტატუსით კონცერტს ქართული ჯგუფი „ქილეჯი„ გამართავს, რის შემდეგაც სცენას Imagine Dragons დაიკავებს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
