უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ტაკერ კარლსონთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალა მალე ამოეწურება, ხოლო ომში დასავლელი სამხედროების გაგზავნა რუსეთთან პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს. უნგრეთის პრემიერ მინისტრის აზრით, არარეალისტურია კიევის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარიც, რადგან ეს ალიანსსა და რუსეთს შორის ძალიან დიდ სახმელეთო საზღვარს გააჩენს, რაც ბირთვული ომის საფრთხეს გაზრდის.
