გაბონში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება გამოაცხადეს
გაბონის პრეზიდენტი შინა პატიმრობაში იმყოფება. მისი ერთ-ერთი შვილი კი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ გაბონის სამხედრო მოსამსახურეების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აფრიკულ ქვეყანაში სამხედრო მაღალჩინოსნებმა სამხედრო გადატრიალების შესახებ ცნობა ვიდეომიმართვით გაავრცელეს. მათ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაშლილად გამოაცხადეს. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები
