ხარკოვის მეტროს სადგურებში ათობით სკოლა მოეწყო
რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინელი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხარკოვის მეტროს სადგურებში ათობით სკოლა მოეწყო. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოწყობილი სამოცამდე საკლასო ოთახში საერთო ჯამში ათასამდე მოსწავლე ისწავლის.
