საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირი „მრავალ-სიჩქარიან“ კავშირად უნდა გარდაიქმნას, თუკი ბლოკში უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღება სურს. ემანუელ მაკრონს არ დაუკონკრეტებია როგორ იფუნქციონირებს ასეთი ევროკავშირი თუმცა ხაზი გაუსვა რომ გაფართოების სურვილის შემთხვევაში, რეფორმა აუცილებელია. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 30-ზე მეტ სახელმწიფოს შორის სენსიტიურ თემებზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება.
